დღეს, 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია.
სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური შეაჯამებს აშშ-ში ვიზიტის შედეგს.
გასულ კვირას საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატებში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრს მოლაპარაკებები ჰქონდა ამერიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ხელმძღვანელობასთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება მემორანდუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამერიკული კერძო ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.