ხვალ, 13 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მასპინძელს, პორტუგალიას შეხვდება.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს საბერძნეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან.
პირველ შეხვედრაში ქართველებმა ბერძნები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები I ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფის ლიდერია. პორტუგალია აზერბაიჯანთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს თითო ქულით. ბოლო ადგილზე კი საბერძნეთია 0 ქულით.
საქართველო-პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.