თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი ინფიცირებული პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერს ეკუთვნის და ისინი საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი ჰყავთ. მათგან ერთის - მძიმე პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზება შეინიშნება.
"ჩვენთან გუშინ მოთავსდა 2 პაციენტი, ესენი ალბათ არა ამ სამიდან, არამედ წინა 9 პაციენტიდან გახლავთ. ორი პაციენტი დაგვემატა ამ ეტაპზე. ორივე თეთრიწყაროდან არის, საკარანტინო სივრციდან. ამ ეტაპზე გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი. 87 გამოჯანრმთელებული პაციენტია, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა.
ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, მეორე დღეა მასთან მდგომარეობის სტაბილიზება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება. დაგვემატა კიდევ ორი ახალი პნევმონია, ჯერჯერობით მათთან დავადების პროგნოზირება არ შეინიშნება. ვნახოთ დინამიკა როგორი იქნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.