ქუთაისის მერიის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპის დროშის ფერებში განათდა.
"ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ევროპის დროშის ფერებში განათებით დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს", - წერს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური ფეისბუქგვერდზე.
70 წლის წინ ევროპის მომავლის ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რის შემდეგაც ეს დღე აღინიშნება.