ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან განსაკუთრებულ კონკრეტულ შედეგებს არ ელოდება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გირგოლ ვაშაძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას კატეგორიულად არ მოსწონს ეს ფორმატი და არ არის მზად ილაპარაკოს ერთ სამუშაო ჯგუფში სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის. ასევე დეოკუპაციის საკითხებზე, ხოლო მეორე ჯგუფში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ღირსეულ დაბრუნებაზე.
"ჩვენ გვყავს 500 ათასი დევნილი. რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის საზოგადოება და ქვეყნის არცერთი მოქალაქე არ აპირებს რუსეთს ელაპარაკოს ბორჯომისა და ღვინოს დაბრუნებაზე. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი ამოცანები და ამ ამოცანებს მივაღწევთ და გადავწყვეტთ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, თუმცა ამ რაუნდისგან კონკრეტულ შედეგების მოლოდინი ნამდვილად არ გავაქვს," - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ქართული დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა,, კერძოდ კი თანათავმჯდომარებმა გაითავისონ ის აზრი, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დეოკუპაციისა და დევნილების დაბრუნების გარეშე მოლაპარაკებების წინსვლა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში საერთაშორისო დისკუსია 14 ოქტომბერს გაიმართება.