ელჩებისგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.
"ჩვენ გავაცანით საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საარჩევნო კოდექსის შესახებ 8 ოპოზიციური პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი. მათგან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ. მე მოვახსენე ელჩებს, რომ ჩვენ ყველანაირ მზადყოფნას გამოვთქვავთ ხელისუფლებასთან შესახვედრად და თუ ხელისუფლებისგანაც იგივე მზაობა არ იყო იძულებულები ვიქნებით, ის ხალხი, რომელმაც ჩვენს დოცუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტთან დავიბაროთ და საპროტესტო აქციები დავიწყოთ," - განაცხადა შარტავამ.
ოპოზიციური პარტიები დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კოსრპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის მოთხოვნები, რომლებიც მათ წამოაყენეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით.