საქართველოში ადამიანების ცალკეული ჯგუფები ახლა გულზე სკდებიან, რომ ეკლესიებში არავინ დაინფიცირდა და არავინ დაავადმყოფდა. ისინი იმდენად გაოგნებულნი არიან ამისგან, რომ აღარ იციან, რას ეცნენ, - ამის შესახებ PosTv-ს ეთერში კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში ორი ტერარიუმი ჩამოყალიბდა, - მედიატერარიუმი და პოლიტიკური ტერარიუმი. ერთი მაგიდასთან იკრიბება და სიებს ადგენს და მეორე - არის რამდენიმე არხი, რომელიც ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ ტერარიუმს გარშემო აქვს შუშა, რის გამოც მათი შხამი გარეთ ვეღარ გამოდის და ეს აღარ მუშაობს მოსახლეობაზე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავა.