ახლადაფუძნებული "ქართული პარტიის" ყრილობა ნოემბერში გაიმართება. ამის ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ირაკლი ოქრუაშვილის, ლევან გაჩეჩილაძის, სოზარ დუბარის, კოკა გვენცაძის და ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკური გაერთიანების "ქართული პარტიის" პრენტაციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ყრილობაზე საზოგადოება პარტიის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოისმენს.
ახალი გაერთიანების ლიდერებად ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი სახელდებიან.
ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ოფისი უზნაძის ქ. #113-ში მდებარე სახლში განთავსდება.