საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას ოზურგეთის მოსახლეობის პორბლემის მოგვარებას თხოვს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტრში სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იგი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ოზურგეთში, სადაც მისი პოლიტიკური ძალა შეხვდა მოსახლეობას და აღნიშნავს რომ მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მან ისაუბრა იმ ადამიანების მდგომარეობაზ, რომლებიც ოზურგეთის ბაზარში არიან დასაქმებულნი.
"მე ამას დასაქმებასაც ვერ ვუწოდებ. ეს ადამიანები ტანჯვა-წამებით ცდილობენ ლუკმა-პურის მოპოვებას. განიცდიან განუწყვეტლივ დევნას და დაკისრებული აქვთ განუზომლად დიდი გადასხადები", _ აცახდებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამ კეტეგორიის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქროს.
"ამ ადამიანებმა მთხოვეს. ეს გულისტკივილი თქვენთვის გადმომეცა და იმედს ვიტოვებ რომ შესაბამისი სტრუქტურები ადეკვატურად იმოქმედებენ ამ ადამიანების პროებლემის მოსგვარებლად", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.