ქრისტიან-დემოკრატები უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატით ჩატარების პრაქტიკის განახლებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ სესიაზე გააკეთა.
ვეფხვაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა საქართვეოში უვიზოდ შეძლებს შემოსავლას საქართველოში მცოცავი ანექსიის საფრთხე გაიზარდა.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ვლადიკავკასში მოქმედებს ერთ-ერთი ორგანიზცია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ჩრდილო-კავკასიელებს, რომ გადავიდნენ საქართველოში და იქ დაიკავონ საცხოვრებელი ადგილები.
მისი თქმით, ეს პრობლემას უქმნის პირველ რიგში ყაზბეგის რაიონს და მიაჩნია რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამოვლენილი.
ამ პრობლემის გათვალისწინებით, ვეფხვაძემ მოითხოვა განახლდეს უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატით ჩატარების პაქტიკა, სადაც უკვე ოპოზიციის მონაწილეობით ისმჯელებენ აღნიშნულ საკითხზე, შეფასდება საფრთხეები და მოსახლეობას გაეცემა კონკრეტული პასუხები აღნიშნულთან დაკავშირებით.