საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას დიდი ინტერესით აკვირდება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებასთან ერთად დიდი ინტერესით და ყურადღებით ადევნებს თვალს იმ დისკუსიებს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარეობს. როგორც იცით გარკვეული რეკომენდაციები, შენიშვნების გათვალისწინება მოხდა. ამიტომ პრეზიდენტი თვლის, რომ ერთად უნდა დაველოდოთ პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალ საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით უყრის კენჭს.