სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების სპეცოპერაციის საშუალებით გათავისუფლება მანამდე არ განიხილება, ვიდრე დიალოგის საშუალება არსებობს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართუილი.
"სომალელი მეკობრეები მეზღვაურების გათავისუფლებისთვის ძალიან დიდ თანხას _ 15 მილიონ დოლარს ასახელებენ. ამ დროისთვის აღნიშნული თანხის შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა მანჯგალაძემ.