"პროვოკაციას" უწოდებს ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე არკადი ევდელევი ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებელთათვის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის გამოცხადებას.
"ეს პროვოკაციაა. ასეთი საკითხები ორმხრივ დონეზე უნდა წყდებოდეს და არა ვიღაც სააკაშვილის გუნება-განწყობილების მიხედვით", _ აცხადებს ევდელევი.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ითვალისწინებს, რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.