ფეხბურთის სტატისტიკისა და საერთაშორისო ფედერაციამ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მეკარედ იტალიისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა.
მეორე ადგილზე მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასი იმყოფება, მესამე პოზიციაზე კი ლონდონის "ჩელსისა" და ჩეხეთის ნაკრების კარის დარაჯი პიტერ ჩეხი იმყოფება.
საუკეთესო მეკარეების ათეული ასე გამოიყურება:
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) - 170 ქულა
2. იკერ კასილიასი (ესპანეთი) - 157
3. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) - 120
4. ოლივერ კანი (გერმანია) - 99
5. ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია) - 92
6. დიდა (ბრაზილია) - 90
7. იენს ლემანი (გერმანია) - 72
8. რობერტო აბონდანსიერი (არგენტინა) - 68
9. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) - 55
10. როჟერიო სენი (ბრაზილია) - 53