? საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამჟამად, ბარსელონა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა.
✅ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სასტუმროებში "ოაზისი", "ველმონდი" და "კოლიზეუმი" მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
➡️ აჭარაში საკარანტინე სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. მასში ამჟამად 1570 ადამიანი გადის სავალდებულო კარანტინს.
➡️ საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება.