საპარლამენტო ასამბლეათა როლის გაძლიერებაზე იმსჯელებენ ბრიუსელში, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე.
ბელგიის დედაქალაქში დაგეგმილ სხდომას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პაატა დავითაია დაესწრება.
დავითაია ბრიუსელში გუშინ ღამით გაემგზავრა.
"განხილული იქნება საკითხი შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტს შორის თანამშრმლობასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით", - განაცხადა დავითაიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.