24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2027 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.73 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4551 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4291 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.60 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4593 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.9537 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 აპრილიდან შევა ძალაში.