დღეს, 12 ოქტომბერს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენა გაიმართება.
მესამე მოსმენაზე უმეტესად სარედაქციო სამუშაო იქნება კონსტიტუციის ახალ მოდელზე.
მესამე მოსმენამდე, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან - დემოკრატიულმა მოძრაობამ" კონსტიტუციის ახალ მოდელში გააპროტესტა ის მუხლი, რომლის მიხედვითაც უცხოეთში დაბადებულ, მაგრამ შემდეგ ჩამოსულ, საქართველოს მოქალაქეს პრეზიდენტობის უფლება არ აქვს.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" დაპირება მიიღეს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძისგან, რომ პარლამენტი აუცილებლად განიხილავს იმ შენიშვნებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ ამ მუხლის შესახებ წამოაყენა.