დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაში, რიგის "სკონტოს" სტადიონზე, მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქართველები ლატვიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ( "ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ( "კაისერისპორი", თურქეთი), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - "რუბინი", რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), ლევან კაკუბავა ("დინამო");
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი");
თავდამსხმელები: ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე"), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი", ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი).
საქართელოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ლატვიელები კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.