ხვალ, 12 ოქტომბერს, საქართველოს ნატოს წლიური პროგრამის შეფასების ჯგუფი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი შეაფასებს საქართველოში გატარებულ რეფორმებს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ემსახურება.