14-15 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვის ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შეხვედრებზე განიხილება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.