აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პიარვიზ შახბაზოვმა მოუწოდა "ოპეკი +"-ის ნავთობის მწარმოებლებს, ფორმატის მიღმა აიღონ ვალდებულება ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით.
შახბაზოვის პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ მინისტრმა მიიღო მონაწილეობა არაოფიციალურ ვიდეო კონფერენციაში "ოპეკი+"-ის რამოდენიმე ქვეყნის მონაწილეობით. კონფერენციაზე განიხილეს ნავთობის ბაზრის არსებული მდგომარეობა და მაისის თვიდან ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულებებზე.
"აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა იმ ქვეყნებს, რომლებიც "ოპეკი+"-ში არ შედიან ნავთობის მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდა" - განაცხადა შახბაზოვის პრესსამსახურმა.