მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში მეცხრე ვიზიტი დაიწყო. მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელი შეხვდება ქართველების, აფხაზებისა და ოსების დიასპორების წარმომადგენლებს, აგრეთვე პარტია "ედინაია როსიას" ხელმძღვანელებს.