საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ერთი-ერთზე გადმოტანას არავინ ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ცისკარიშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი მოთხოვნა არავის აქვს და ასეც რომ იყოს, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი. თუმცა ცისკარიშვილი იმასაც აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას შენიშვნები არ გააჩნია.
"საერთო ჯამში, პროექტი არის დადებითად და წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასებული", - აცხადებს ცისკარიშვილი და მიაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე აპელირება ხელისუფლების ოპონენეტების მიერ მოგონილი პოლიტიკური ტრიუკია.
"ფაქტია, რომ ვენეციის კომსიასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. კარგად ვიცით მათი მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებულია. კარგად ვიცით ის შეფასებები ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურადაა შეფასებული", - აცხადებს ცისკარიშვილი.