საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ელჩები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებით დაინტერესდნენ.
"უახლოეს მომავალში სამი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრა გაიმართა. ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეა, ჰააგაში საქართველოს სარჩელის განხილვა და აშშ-ში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში წლიური შემაჯამებელი შეხვედრა. აღნიშნულთან დაკავშირებით უცხოელ ელჩებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ", - აღნიშნა ვაშაძემ
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ინიციატივით გაიმართა.