"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე კონსტიტუციაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ცენზის საკითხის დაზუსტებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისგან იყო დაპირება, რომ საკითხი კანონპროექტში ასახული იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, ეს პირობა არ შესრულებულა.
საქმე ეხება მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ნორმის საკონსტიტუციო ცვილებების პროექტიდან ამოღებას.
ამ ნორმაში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საარჩევნო კანონმდებელობა. სწორედ აქ იყო გაწერილი, ვის შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა და ვის არა. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტში კი უკვე კონსტიტუცია განსაზღვრავს ამ საკითხს.
ვეფხვაძე პირობის შესრულებასა და კანონპროექტიდან ამ ნორმა ამოღებას მოითხოვს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს ლევან ვეფხვაძეს კონსულტაციებს სთავაზობს, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღება ხვალინდელი სესიის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.