სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.
როგორც ბესელია აცხადებს, დაუშვებელია კონსტიტუციაში ცვლილებების დაჩქარებული ტემპით შეტანა.
"საქართველოს პარლამენტმა მხდეველობაში არ მიიღო ვენეციის კომისიის თხოვნა, რომ პროექტის განხილვა გადადებულიყო. განხილვა არაოპტიმალური დროს, აგვისტოს თვეში მიმდინარეობდა, რამაც მსჯელობა კონტიტიციური რეფორმისათვის არახელსაყრელი გახადა. კონსტიტუციის ცვლილებები ვერ გვთავაზობს ადამიანთა უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს, ზოგ შემთხვევაში კი ამკაცრებს მათ მნიშვნელობას. ხელისუფლების შტოებს შორის პარლამენტის როლი უკიდურესად სუსტია, მთავრობა, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრი გვევლინება ძალაუფლების მატარებლ მონსტრად. ცვლილებები ვერ აძლიერებს სასამართლოს დამოუკიდებლობას,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
იგი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ მიემხრობიან ამ საკითხს.
"გამოხატეთ ღია პროტესტი და არ დაუშვათ ამ ცვლილებების მიღება,"-აღნიშნა ბესელიამ.