14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 3.1349 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4305 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4227 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4616 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.9299 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აპრილიდან შევა ძალაში.