"ევროპული საქართველო" სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზენსასოციაციამ წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი, აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, "ევროპულმა საქართველომ" სამი კვირის წინ წარვადგინეთ კომპლექსური ანტი-კრიზსიული გეგმა, რომელიც მოიცავს ბიზნესასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც.
"კერძოდ, ჩვენი გეგმის მიხედვით:
- საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა);
- ქონების გადასახადის განულება 2020 წელს;
- ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება შემდგომი 8 თვის განმავლობაში;
- საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება მეწარმეებს დაუტოვებს 83.1 მლნ ლარს;
- საპენსიო ფონდში საკუთარი დასაქმებულებისათვის დამატებული 2%-ის უკან დაბრუნებით მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს;
- დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, „Sales Tax”–ის შემოღება, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა.
იმავდროულად, "ევროპული საქართველოს" გეგმა, პირველ რიგში, ითვალისწინებს ხალხისთვის დახმარების გაწევას, რაც გულისხმობს:
- სახელმწიფო 8 თვის მანძილზე აუნაზღაურებს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50%-ს:
უსამსახუროდ დარჩენილებს;
უხელფასო შვებულებაში გაშვებულებს;
ვისაც ხელფასი შეუმცირდა;
- სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
სოციალურად დაუცველები;
თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
- საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დასაქმებულებისთვის დაბრუნებით 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს;
- საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს 108.2 მლნ ლარს.
კრიზისთან ბრძოლის 5.23 მლრდ ლარის გეგმის დაფინანსების წყარო:
- საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი?, აცხადებს ჭიაბერაშვილი.