შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500 ათასს გასცდა, გარდაიცვალა 18 600-ზე მეტი ადამიანი, ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც ფედერალურ, ადგილობრივ და სხვა მონაცემების სტატისტიკაზე დაყრდნობით, თავის აღრიცხვას აწარმოებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 501 615 შემთხვევა, დაიღუპა 18 777 პაციენტი.
ამ დროისათვის აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.