ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული საგანგებო მდომერეობის გარდა, ლენტეხში დაწესდება დამატებითი შეზღუდვები, რომლის მიხედვით, აიკრძალება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.
ამ დროისთვის, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ