ქართული მხარე რუსეთსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის ე.წ. დიპლომატიური შეთანხმებების გაფორმებას სერიოზულად არ აღიქვამს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის კომენტირებისას განაცხადა.
"არ შეიძლება სერიოზულად იყო მიღებული ეს ქმედება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ქმედება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორცილებს მარიონეტულ რეჟიმებთან. მათი მხრიდან ეს არის თავის უკანონო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის მცდელობა, მაგრამ ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაშია, რომელსაც ახორცილებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე", - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ნებისმიერ დიპლომატიური ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოა და ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის შესახებ.
როგორც ცნობილია, რუსეთმა თავის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ნაწილთან - ცხინვალის რეგიონთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბერს დაამყარა.