14 ოქტომბერს საქართველოს ავსტრიის დელეგაცია ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ავსტრიის დელეგაციას პოლიტიკურ კონსულტაციებს საგარეო უწყებაში გამართავს.
"ავსტრია არ განეკუთვნებოდა იმ ქვეყნებს, რომლთანაც საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა, უფრო სწორად იყო დადებით ურთიერთობები, მაგრამ არა ინტენსიური", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ავსტრია საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი პოტენციალი აქვს, ასევ საერთაშორისო ასპარეზზე თავის სიტყვა ეთქმის.
"ავსტრიის სახელმწიფო ჩვენთვის ეკონომიკური კითხით შესაძლოა დიდი პოტენციალის მატარებელი იყოს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ქართული მხარისთვის იქნება საინტერესო", - განაცხადა კალანდაძე.