14-16 ოქტომბერს თბილისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს არის სამუშაო ვიზიტი, რაც იმას გულისხმობს, რომ შეხვედრებზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც პრობლემურია ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. ასევე ელმარ მამედიაროვი შეხვედრებს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავს.
კალანდაძის განმარტებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პრეზიდენტი იმ დროისთვის საქართველოში იქნება.