ვარდისფერი სუპერმთვარე დედამიწის ცის კაბადონზე გასულ ღამეს გამოჩნდა.
დედამიწის ერთადერთ თანამგზავრს სუპერმთვარეს მაშინ უწოდებენ, როდესაც ის ძალზედ უახლოვდება ჩვენს პლანეტას. ამ დროს მთვარე თითქმის 15%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა მოსჩანს.
ვარდისფერი აპრილის სავსე მთვარეს ამერიკელმა აბორიგენმა ინდიელებმა უწოდეს, რადგან ის სწორედ მაშინ ჩნდება, გაზაფხულის იმ დროს, როდესაც ბუნება ვარდისფრად ყვავის.
გუშინდელი სუპრმთვარეობა ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს.
როკა კალაშიოს ციხე-სიმაგრე, იტალია. ფოტო: Zuma
ბრანდებურგი, გერმანია. ფოტო: DPA
პრაღა, ჩეხეთი. ფოტო: EPA
გერმანია. ფოტო: DPA
სალგოს ციხე-სიმაგრე, უნგრეთი. ფოტო: EPA
რომი, იტალია. ფოტო: EPA
ლას ვეგასი, აშშ. ფოტო: AP
სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია. ფოტო: EPA
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. ფოტო: Reuters
პარიზი, საფრანგეთი. ფოტო: Reuters
უინძორის ციხე-სიმაგრე, დიდი ბრიტანეთი. ფოტო: PA Media
ბუნდესტაგის შენობა, ბერლინი, გერმანია. ფოტო: Getty Images