საბჭოთა სიმბოლიკა კანონით აიკრძალება. „თავისუფლების ქარტიის" პროექტის განხილვას, რომლის ავტორიც დეპუტატი გია თორთლაძეა, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
ფრაქცია „ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველომ ევროპული გამოცდილება უნდა გაიზიაროს და საბჭოთა სიმბოლიკა ქართული კანონმდებლობით აკრძალოს.
კანონპროექტი სხვა ფრაქციებთანაც შეთანხმებულია და მასზე მუშაობა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დასრულდება.
აკრძალვა არ შეეხება ფიზიკური პირების ქონებას, რომელთაც მსგავსი ტიპის სიმბოლოების შემცველი ნივთები საკუთარ სახლებში აქვთ შენახული.