ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულ 12 ქართველის განთავისუფლების საკითხს დააყენებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულ 12 ქართველის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ჩვენ აქტიურად ვითხოვთ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარი თხოვნით, დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მე-13 რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს დელეგაცია ჟენევაში ხვალ, 12 ოქტომბერს გაემგზავრება, რომელსაც ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.