საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა.
ნაკრებს ლატვიაში ხვალ გასამართი მატჩისთის ზურაბ ხიზანიშვილი დააკლდება, რომელიც ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს შეხვედრას. თუმცა ხიზანიშვილი გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრა ლატვიაში.
გუნდს დაუბრუნდა უჩა ლობჟანიძე, რომელმაც მალტასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით, გუნდი ლატვიაში მხოლოდ და მხოლოდ გასამარჯებლად მიდის.
ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი რიგის "სკონტოს" სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ამჟამად საქართველო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. პირველზე ხორვატები არიან, რომლებსაც ჩვენზე 2 ქულით მეტი აქვთ მოპოვებული.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ( "ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ( "კაისერისპორი", თურქეთი), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - "რუბინი", რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), ლევან კაკუბავა ("დინამო");
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი");
თავდამსხმელები: ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე"), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი", ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი).