საჩხერის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები იზოლაციაში იმყოფებიან. ასამდე პირის იზოლირების მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ექიმი საჩხერის მერის ცოლია.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, თანამშრომლებს ტესტები ჩაუტარდათ და ანალიზების პასუხებს ელოდებიან.
ექიმ-ინფექციონისტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, ჯერ უცნობია, საიდან გადაედო ვირუსი.
საავადმყოფოში ირწმუნებიან, რომ ექიმი ეკიპირებით იყო შესული პაციენტებთან. ექიმები პასუხის მიღებამდე კლინიკას არ ტოვებენ.
მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გამოკვლეულია აღნიშნული პაციენტის კონტაქტები და ახლო შეხებაში მყოფ პირებს ანალიზები აუღეს, პასუხებს დღეს მიიღებენ.