დღეს, 11 ოქტომბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში შეხვედრებს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ექს-პრემიერი მოსკოვში დღეს გვიან ღამით გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის მმართველი პარტიის "ეძინაია რასიას" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ნოღაიდელის ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.