დღეს, 11 ოქტომბერს, პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს ელიან. იგი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის წინაშე წარსდგება.
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი თანხა ოთხჯერ გაიზრდება. ბაკურ კვეზერელიც სწორედ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრებს, რომელსაც გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები მოხმარდება.
საბჭოს წევრებს ასევე აინტერესებთ, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა გლობალურ დათბობისა და გვალვისაგან კულტურულ მცენარეთა დასაცავად, არის თუ არა დაგეგმილი ქვეყანაში გვალვაგამძლე მცენარეთა, თესლების შემოტანა, რა კეთდება სარწყავი სისტემის მოსაწესრიგებლად და ა.შ.