ვენეციის კომისია მიესალმება საქართველოში საერთო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ დებულებას, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ეს დებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც განავრცოს.
ამის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მოხსენებაშია ნათქვამი.
კომისიამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ამოიღოს ის დებულება, რომელიც ახლად დანიშნული მოსამართლეებისთვის გამოსაცდელ პერიოდს არა უმეტეს სამი წლით განსაზღვრავს.