13 ნოემბერს საქართველოში სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის "ალექსანდრე ნეველის" აღმასრულებელ დირექტორი მოსკოველ მარინა გუსევა და პრემიის ორგკომიტეტის წევრს ალექსანდრე ველიგონენკო არ შემოეუშვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ_ენს" საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესიდან აცნობეს.
კონგრესის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ინცინდეტი თბილისის აეროპორტში მოხდა, "სადაც ერთი დღით ადრე საქართველოში არ შეუშვეს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რუსული ფილიალის ხელმძღვანელი, პეტერბურგელი ალექსანდრე კინტერაია. ამ ადამიანებს ალექსანდრე ებრალიძის სახელი აერთიანებს, რადგან ის ხელმძღვანელობს როგორც კონგრესს, ასევე პრემიის საკონკურსო კომისიას".
"მარინა გუსევა და ალექსანდრე ველიგონენკო აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის პრეზენტაციაში. პრეზენტაციაზე უნდა გაკეთდეს განცხადება ისტორიული პიროვნენის შესახებ შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის დაარსების თაობაზე", - აღნიშნავენ კონგრესში.
კონგრესში აღნიშნავენ, რომ უკვე ხუთჯერ მინიჭებული ალექსანდრე ნეველის პრემიის ორგანიზატორების მიზანი იყო ქართველი კოლეგებისათვის გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება კონკურსის ორგანიზების თაობაზე. ჟიურის წევრებისათვის მათ ასევე საჩუქრად მოჰქონდათ კონკურსის წიგნი სათაურით "ბაგრატიონი", რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა რუსეთში და ამჟამად ქართულ ენაზე ითარგმნება.
"წიგნის გამოცემა და თარგმნა დაფინანსებულია ალექსანდრე ებრალიძის საკუთარი სახსრებით. მარინა გუსევასა და ალექსანდრე ველიგონენკოს არშეშვებით ქვეყანაში, საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა თავისი რეალური დამოკიდებულება კულტურის მიმართ. მათთვის წმინდა ალექსანდრე ნეველი და ეროვნული გმირი გენერალი ბაგრატიონი, რომლებიც ადასტურებენ ქართველი და რუსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ურთიერთობების არსებობას - არასასურველ ელემენტებს წარმოადგენენ", - ნათქვამია კნგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.