საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით ლატვიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ნაკრები დღეიდანვე შეუდგება.
ამის შესახებ ქეცბაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდმა მალტასთან გამარჯვების შემდეგ საკუთარ თავზე რეაბილიტაცია მოახდინოს და ლატვიასთან ძალიან რთული თამაშისთვის მოემზადოს. ყველამ კარგად ვიცით რა თამაში გველოდება სტუმრად ლატვიაში. ლატვიის ნაკრები ძალიან კარგი ნაკრებია, ჰყავს კარგი ფეხბურთელები და რთული თამაში მოგვიწევს," _ განაცხადა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრები ლატვიელებს 12 ოქტომბერს რიგის "სკონტოს" დაუპირისპირდება.
ამჟამად საქართველოს ნაკრები 5 ქულით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. ლატვია კი 4 ქულით ჯგუფში ბოლოს წინა, მე-5 ადგილს იკავებს.