ვენეციის კომისია მიესალმება რამოდენიმე იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენის დროს იქნა მიღებული.
ამის შესახებ ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომელიც ვენეციის კომისიამ საბოლოო რეკომენდაციებამდე გამოაქვეყნა.
კომისია დადებითად აფასებს შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს: პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების ჩამორთმევას; პრემიერ-მინისტრის თანხმობის საჭიროებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა სამხედრო მეთაურების პრეზიდენტის მიერ დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შემთხვევაში.
კომისია ასევე მიესალმება ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტს აღარ ექნება საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები