ვენეციის კომისიამ, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო რეკომენდაციებამდე წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა.
კომისია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შემცირებული ვადები არასაკმარისია.
ასევე, ვენეციის კომისიის მოხსენების მიხედვით, პრობლემები რჩება პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით.
კომისიის აზრით, "სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება".
ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაელოდოს საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე "ზედმიწევნით გაითვალისწინოს" ისინი.
ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე და საბოლოო მოსმენით 12 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს - რამოდენიმე დღით ადრე, სანამ ვენეციის კომისია საბოლოო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.