საქართველოს ეროვნული საფეხურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F შესარჩევ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ჯგუფში მესამე ტურის ბოლო შეხვედრა გუშინ ისრაელში გაიმართა. ისრაელის ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ხორვატიის ნაკრებში დუბლი ნიკო კრანჩარმა შეასრულა. ისრაელის ნაკრებიდან ერთადერთი საპასუხო გოლი შეჩტერმა გაიტანა.
შაბათს გამართულ მატჩებში ჩვენმა ნაკრებმა მალტას 1:0 მოუგო, ხოლო ბერძნებმა იგივენ ანგარიშით შინ ლატვიელები დაამარცხეს.
ხორვატია ამ გამარჯვების შედეგად 7ქულით F ჯგუფის ლიდერი გახდა, მეორე-მესამე ადგილებს 5-5 ქულით საქართველო და საბერძნეთი იკავებენ. მეოთხე ადგილზე ისრაელია 4 ქულით. მეხუთე ადგილს ლატვიელები 3 - ით, ხოლო მალტელები 0 ქულით
ბოლო ადგილს იკავებენ.
შემდეგ ტურში, 12 სექტემბერს ქართველები სტუმრად ლატვიელებს დაუპირისპირდებიან, საბერძნეთი ისრაელს უმასპინძლებს.