საქართველო-მალტის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის 91-ე წუთზე გოლი დავით სირაძემ გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ სირაძისთვის ეს ნაკრებში გატანილი მეექვსე გოლია.
ქეცბაიას ნაკრებმა მეექვსე შეხვედრა ჩაატრა მარცხის გარეშე - ორი მოგება და ოთხი ფრე.
მატჩის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შესძლეს.
საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. პირველი მატჩი სტუმრად საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან 1:1, ხოლო მეორე შეხვედრაში ქართველებმა ისრაელს უმასპინძლეს და 0:0 ითამაშეს.
ამჟამად საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ქართველები სტუმრად, ლატვიაში გამართავენ.