სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ „კატასტროფის ცენტრში“ COVID-19-ზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესაძლებელია. როგრც „ჯი-ეიჩ-ენს“ ცენტრში განუცხადეს, ტესტირება შესაძლებელია მხოლოდ ბინაზე გამოძახებით და ღირებულება 150 ლარს შეადგენს.
"ვისაც სურს ე.წ. "ახალი კორონა ვირუსის" იდენტიფიცირება, მაგრამ საყოველთაო ტესტირების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, კატასტროფის ცენტრი სთავაზობთ COVID-19 სწრაფ ტესტირებას (IgG და IgM) ბინაზე გამოძახებით.
ტესტები აკრედიტირებულია და გადამოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ. პერსონალი ტესტირების მსურველს შესაბამისი სამოსით აღჭურვილი მიაკითხავს. ვირუსის არსებობის დადგენა 15 წუთშია შესაძლებელი“, - აცხადებენ "კატასტროფის ცენტრში".