ბრაზილიელი რეჟისორი ფერნანდუ მაირევიში, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გადაიღოს დრამა სექსზე, სახელწოდებით "360", მსახიობების კასტინგს იწყებს. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ფილმში რეიჩელ უაისი და ენტონი ჰოპკინსი დაკავდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ რეპერი ემინემი და ფრენსის მაკ დორმანდი შეუერთდებიან.
ფილმის მთავარი თემა იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა სექსუალური ურთიერთობები. ფილმს პიტერ მორგანის სცენარის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც თავის მხრივ არტურ შნიცლერის პიესას ეყრდნობა, რომელიც 1900 წელს გამოიცა და მას იმ პერიოდში პორნოგრაფიული ნაწარმოები უწოდეს.
პიესამ არაერთხელ მიიპყრო რეჟისორების ყურადღება. მისი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია როჟე ვადანის "საქანელა", რომელიც 1969 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ხოლო ყველაზე ცნობილი თეატრალური წარმოდგენა -"ცისფერი ოთახი" რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში ნიკოლ კიდმანი თამაშობდა.